MARI SULAMANIDZE //
 
hiline
MAIN
მარი
მარიამ სულამანიძე
14 ივლისი 1993
 
 

მარიამ სულამანიძემ ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო. მან პირველი ნაბიჯები 162–ე საშუალო სკოლა–ლიცეუმში გადადგა, სადაც ეზიარა ჭადრაკის თამაშს. მისი მწვრთნელია ეროვნული ოსტატი სოსო კვირიაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც მარიამმამრავალ წარმატებას მიაღწია თანატოლთა შორის. იგი არის მრავალი საქალაქო, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების მონაწილე და პრიზიორი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

2005 წელს მარიამმა თბილისის ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონათა შორის II ადგილი დაიკავა, ხოლო 14 წლამდე კი ჩემპიონობა არავის დაუთმო. თ. ლომაიას მემორიალში II ადგილზე გავიდა.

2006 წელს თბილისის ჩემპიონატზე 16 წლამდე მოჭადრაკეებში III ადგილზე გავიდა, რაც დიდ წარმატებად ითვლება, რადგან მარიამი თავისზე სამი წლით უფროს გოგონებს ეპაექრებოდა. ამავე წელს მარიამმა უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიეღო მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე გოგონათა შორის.

2008 წელს მარიამ სულამანიძემ ოსტატობის კანდიდატობა შეასრულა და ეროვნული ოსტატის ერთი ბალიც აიღო. ამასთანავე მოიპოვა უფელბა მონაწილეობა მიეღო ევროპის ჩემპიონატზე 16 წლამდე გოგონათა შორის.

წარმატებული იყო წლევანდელი წელიც მარიამისთვის. მან თბილისისი სასკოლო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა (7–დან 7 ქულა).
იგი არის საერთაშორისო (ფიდეს) რეიტინგიანი მოჭადრაკე. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს ჩემპიონატში 16 წლამდე გოგონათა შორის, რომელიც 2009 წლის 14–26 ნოემბერს თურქეთის ქ. ანტალიაში გაიმართება.

მარიამ სულამანიძე არის ნიჭიერი და შრომისმოყვარე გოგონა. იმედია ის თავისი მწვრთნელის დახმარებით დიდ წარმატებებს მიაღწევს მომავალ საჭადრაკო ტურნირებზე.

LOLI'S WEB studio